დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის სპორტული წყვილი „დენის ტენის მემორიალი – 2025″-ის ჩემპიონია, ხოლო ნიკა ეგაძე ვიცე-ჩემპიონი

ყაზახეთის ქალაქ ალმატში „დენის ტენის მემორიალი – 2025″ მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულმა წყვილმა – დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა – ჩემპიონობა იზეიმა.

მათ რიტმულ ცეკვებში 77,94 ქულა დააგროვეს, თავისუფალ ცეკვაში – 115,20, ორი პროგრამის ჯამში კი 193,14 და მათთვის სადებიუტო  „დენის ტენის მემორიალი – 2025″-ის ჩემპიონები გახდნენ.

მიმდინარე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა ნიკა ეგაძე. მან მოკლე პროგრამაში 87,58 ქულა დააგროვა, თავისუფალ პროგრამაში კარიერაში საუკეთესო შედეგი – 179,32 ქულა აჩვენა, ორი პროგრამის ჯამში კი 266,9 ქულა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები