დასრულდა ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მეხუთე, საიუბილეო გამოშვება

დასრულდა ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მეხუთე, საიუბილეო გამოშვება.

ფესტივალის მეხუთე საიუბილეო გამოშვების ოქროს დინოზავრების მფლობელები გახდნენ:

🦖 საუკეთესო ფილმის კატეგორიაში – “თეთრკანიანი ბიჭი”, რეჟ. სიმონ პანაი

🦖 საუკეთესო რეჟისურისთვის – რობერტ ბ. ჰოუპი ფილმისთვის, “ადგილის მცველები”

🦖 საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის – ჰანტერ ზიმნი, ფილმით ”ლიმონის ხე”

ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, ესპანეთის წარმომადგენლობა საქართველოში, ლიეტუვა საელჩოს საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი.

კინოწარმოების კომპანიები: ნუში ფილმი, გოგო ფილმი, ჯაგაგრიპი,, წარმოება 1991, ნატო ვაჩნაძის ფონდი, ასევე დოკუმენტური კინოს ასოციაცია – დოკა, ჩაიხანა, ჩაიდოკსი და სტუდია ველოსიპედი.

კომპანიები: ბინეხი, სარაჯიშვილი, მეღვინეობა ართანა და ბორჯომი, K2 Invest.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები