საქართველოს გენერალურმა საკონსულომ თესალონიკში ინფორმაცია გაავრცელა

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ თესალონიკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გუშინ, გვიან საათებში, ინფორმაცია გაავრცელა:

„საბერძნეთის  საგანგებო სიტუაციების სამსახური აფრთხილებს მოქალაქეებს ძლიერი წვიმებისა და მოსალოდნელი შტორმების შესახებ, რომელიც მოსალოდნელია თესალონიკის, ხალკიდიკისა და სერესის რეგიონში  2025 წლის 2 ოქტომბრის გვიანი საათებიდან 2025 წლის 3 ოქტომბრის შუადღემდე.

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოჩინონ სიფრთხილე მგზავრობისას და დაიცვან ხელისუფლების მითითებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები