საქართველომ MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა

საქართველომ ისტორიაში პირველად MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატი იუნიორებსა და სენიორებს შორის 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ჩემპიონატზე ასპარეზობა ქართველმა მებრძოლებმა ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.  უფროსებს შორის ვიცე-ჩემპიონები მირზა გაჯიევი (79,4 კგ), მარიამ თოფურია (79,4 კგ) და გიორგი იმერლიშვილი (+97 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი რომან ჩოჩიშვილმა (83,9 კგ) მოიპოვა. ახალგაზრდებს შორის ვიცე-ჩემპიონი ლექსო საბანაძე (+97 კგ)  გახდა, ბრინჯაოს კი გია გათიკაშვილი (83,9 კგ) დაეუფლა.

მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები