საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ თურმანიძე – ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; თინათინ მღვდლიაშვილი – პოეტი, მხატვარი; ჯენარო ქრისტესაშვილი – ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნოდარ ჩხარტიშვილი – ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ბაკურ კიღურაძე – არქიტექტორი, მეცნიერი; ოთარ გაბელაშვილი – ინჟინერი, სამთო გეოლოგი; გივი ჭიჭინაძე – ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი; თენგიზ გუგეშაშვილი – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; გოგა პიპინაშვილი – თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი; თომზირ ცომაია – სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე; თინა მგალობლიშვილი – დიქტორი, მსახიობი; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, პიანისტი; ზურაბ აბაშიძე – დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი; არჩილ გოგელია – მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი; თეიმურაზ ჩიგოგიძე – ექიმი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე – გამომცემელი, მეცენატი; გიორგი ბურჯანაძე – ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი – ქორეოგრაფი ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი; ნუგზარ კვაშალი – მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი; რომან (რომა) რცხილაძე – მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი; თინათინ ბუკია – ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი; ნოდარ მითაგვარია – ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი; ნანული აბესაძე – მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; მანანა თოდაძე – მომღერალი, მსახიობი; ნანული სარაჯიშვილი – კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლეილა მუმლაძე – მუსიკოსი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი; თამაზ მოლაშვილი – მუსიკოსი; ნიკოლოზ შენგელაია – მხატვარი, ფილმ „სოფიკოს“ დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი; მალხაზ დოლიძე – პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ჯიმი ყიფიანი – იურისტი.

კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები