ქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო გელა ბოლქვაძე ვიცე-ჩემპიონი

ხორვატიაში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ფინალში ირანელი ფარზად აჰმად ბალოოტაკი ანგარიშით 9:7 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრამდე მან ჩინელი, რუმინელი და თურქი სპორტსმენები დაამარცხა.

ფინალში იასპარეზა ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (82 კგ), მაგრამ სამწუხაროდ ირანელ ჯავად ფაროხისენიანთან შეხვედრა დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრამდე მან უკრაინელი, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე და იაპონელი სპორტსმენები დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები