ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობის მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ
ინდონეზიაში პარაფარიკაობაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ქართველმა პარამოფარიკავეებმა – ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა – რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ირმამ პოლონელი სარა რაგოვსკაია ანგარიშით 15:7, ნინა თიბილაშვილმა კი ტაილანდელი პარამოფარიკავე ანგარიშით 12:11 დაამარცხა.