უნგრეთში საქართველოს საელჩო ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა
2025 წლის 12 სექტემბერს, უნგრეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების გაერთიანების (EUNIC) ორგანიზებით გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართული სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ ენასა და დამწერლობას, ტრადიციებსა და კულტურას, ქართული ასოებით დაეწერათ საკუთარი სახელები და ღონისძიებისათვის დამზადებულ საგანგებო „ვიზიტორის პასპორტში“ მიეღოთ „ვიზიტორის ბეჭედი.“
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, იტალიის, კორეის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოები და კულტურის ინსტიტუტები.