“თბილისური ბროწეულები“ – თბილისი კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
„თბილისური ბროწეულები“ – კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი 2025 მალე დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 25-28 სექტემბერს, სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი 7 ქვეყნის თეატრალურ წარმოდგენებს უმასპინძლებს.
„ფესტივალი უკვე მეორედ იმართება და წელსაც გპირდებით მრავალფეროვან, თამამ და უნიკალურ თეატრალურ გამოცდილებებს“, – წერია ინფორმაციაში.
პროგრამა:
25 სექტემბერი
18:00 | «აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი»
რეჟისორი: ირაკლი გოგია
ახმეტელის თეატრი (საქართველო)
20:00 | «შეშლილი»
რეჟისორი: ოსკარას კორშუნოვასი
OKT – ვილნიუსის ქალაქის თეატრი (ლიეტუვა)
26 სექტემბერი
18:00 | «HOME FRONT»
რეჟისორი: შარონ სტარკი
EVE დამოუკიდებელი თეატრის შემოქმედთა ასოციაცია (ისრაელი)
20:00 | «მორიელი ან ცერემონია»
რეჟისორი: რომან პოდოლსკი
მურატიკას თეატრი და გლაუკას ფროდაქშენი (ესპანეთი)
27 სექტემბერი
18:00 | «ვირთხებზე ნადირობა»
რეჟისორი: ირაკლი გოგია
ახმეტელის თეატრი (საქართველო)
20:00 | «497» (ქორეოგრაფიული სპექტაკლი)
რეჟისორები: ერნო ტაპასტო, ტამას ფარკაში
არადის კამერული თეატრის, ტაბანის ფოლკლორული ცეკვის ჯგუფის და “Hub Marta”-ს კოპროდუქცია (რუმინეთი, უნგრეთი)
28 სექტემბერი – შაბათი
18:00 | «ჰედი! ჰედი ლამარის ცხოვრება და გამოგონებები»
რეჟისორი: ჰიზერ მასი
საავტორო სპექტაკლი (აშშ)
20:00 | «ველი. დილის ქალბატონი»
რეჟისორი: რაინერ ბერი
SCHUM კულტურის სივრცე. (გერმანია, უკრაინა)