მსოფლიო რეიტინგს 3 ქართველი ლიდერობს

კასაბლანკაში გამართულ მსოფლიო სერიების მესამე ეტაპზე ქვიშის ჭიდაობაში   საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

ქვიშის ჭიდაობაში  მსოფლიო სერიების სამივე  ეტაპის დაჯამებული ქულებით 4-დან სამ წონით კატეგორიას ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ.

ჯემალ კილაძის შეგირდებიდან ყველაზე წინ კვლავ მამუკა კორძაიაა, +90კგ წონით კატეგორიაში ქართველ სპორტსმენს წელს ოქრო-ვერცხლი აქვს მოპოვებული და 22 700 ქულით რეიტინგში პირველ ადგილზეა.

I ეტაპის ჩემპიონსა და III ეტაპის ბრინჯაოს პრიზიორს,  ლევან ქელეხსაშვილს (70კგ) 21 500 ქულა აქვს, ხოლო დათო ფირუზაშვილს(90კგ) – 16 700. ორივე მათგანი კორძაიას მსგავსად რეიტინგის ლიდერია.

17 700 მოპოვებული ქულით მეორე ადგილზეა ნიკა კენჭაძე(80კგ). იგი პირველადგილოსანს მხოლოდ 300 ქულით ჩამორჩება.

მსოფლიო სერიების მე-4 ეტაპს, 28-29 სექტემბერს საბერძნეთის ქალაქი კატერინი უმასპინძლებს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები