ვუქომაგოთ ქართველ მოჭადრაკეებს
სამარყანდში სტარტი აიღო “FIDE Grand Swiss Tournament”-მა – ქალთა და ვაჟთა შორის.
საქართველოს სახელით ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში სამი მოჭადრაკე – მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი და ბაადურ ჯობავა ასპარეზობს:
ფორმატი: შვეიცარიული სისტემა | 11 ტური
ქალთა ტურნირი
მონაწილეები: 56 მოჭადრაკე
საპრიზო ფონდი: $230,000 (გამარჯვებულს – $40,000)
2 საუკეთესო მოხვდება კანდიდატთა ტურნირში, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ტიტულისთვის დაუპირისპირდება.
ვაჟთა ტურნირი
მონაწილეები: 116 მოჭადრაკე
საპრიზო ფონდი: $625,000 (გამარჯვებულს – $90,000)
2 საუკეთესო მოხვდება კანდიდატთა 8-კაციან ტურნირში, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონთან ითამაშებს.