ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა სოფიის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი იოანე აბალაკმა (+90 კგ) აჩვენა. მძიმეწონოსანმა ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელი კაიტო ტოკიტასთან, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, იპონით გაიმარჯვა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზეც ავიდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა გიორგი ქარჩაძე, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელი კანტა ეიამას ვაზარით მოუგო.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო გიორგი მუმლაძე (-81 კგ), მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკ ინომჯონ ბახოდიროვთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ), გიორგი ზურაბაშვილმა (-90 კგ) და გოგონათა ნაკრების წევრმა ქეთი რობაქიძემ (70 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები