ნიკოლოზ პეტრიაშვილმა „XXVI Open Internacional de Sants“-ზე მეორე ადგილი დაიკავა
ნიკოლოზ პეტრიაშვილმა წარმატებით იასპარეზა ბარსელონაში.
ქართველმა მოჭადრაკემ „XXVI Open Internacional de Sants“-ზე 10 -იდან 8,5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
ნიკოლოზი ტურნირის სასტარტო რეიტინგ-სიის მე-13 ნომერი გახლდათ. ტურნირზე მან 10 თამაშიდან 7 გამარჯვება მოიპოვა და 3 ყაიმით დაასრულა, შეასრულა საერთაშორისო დიდოსტატის პირველი ნორმა და +23 რეიტინგ ქულაც დაემატა.