თბილისი თურქეთის დედაქალაქს პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა – თბილისი – ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია Ajet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამზიდი „თურქეთის ავიახაზების” შვილობილი კომპანიაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები