მთაწმინდის პარკში ფესტივალი Food & Wine Fest გაიმართება

26, 27 და 28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში, საქართველოს კულტურის ცენტრისა და მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ღვინისა და კულინარიის  გრანდიოზული ზეიმი – ფესტივალი Food & Wine Fest გაიმართება.

„FOOD & WINE FEST TBILISI კვლავ აერთიანებს ღვინის, კულინარიისა და კულტურის საუკეთესო ტრადიციებს! 26-28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკის უნიკალურ სივრცეში, ჩვენ ვუმასპინძლებთ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს სამ დღიან დაუვიწყარ გამოცდილებაში, სადაც გელოდებათ:

მუსიკალური წარმოდგენები;

ღვინის დეგუსტაციები (როგორც ტრადიციული, ასევე ექსპერიმენტული ნიმუშები);

მრავალფეროვანი კულინარიული ნაირსახეობები (ქართული და საერთაშორისო სამზარეულო);

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;

მასტერ-კლასები წამყვანი შეფ-მზარეულებისა და სომელიეებისგან.

FOOD & WINE FEST TBILISI არის ხიდი ტრადიციებსა და თანამედროვე ტენდენციებს შორის! ჩვენი მიზანია: საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო კულინარიულ-ღვინის რუკაზე; ქართული ღვინის 8,000-წლიანი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა“, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები