ბადრი ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
იტალია კანოე სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც 70-მდე ქვეყნის 700-მდე ნიჩბოსანი მონაწილეობს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ბადრი ყაველაშვილმა მოიპოვა .
ქართველმა სპორტსმენმა 200 მეტრიანი დისტანცია 34.64 წამში დაფარა.