ლუკა შახყულაშვილი Chevening-ის სტიპენდიის გამარჯვებული გახდა

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ლუკა შახყულაშვილი Chevening-ის სტიპენდიის გამარჯვებული გახდა.

ლუკა სექტემბრიდან, დიდი ბრიტანეთის მთავრობის სრული დაფინანსებით Queen Mary University of London-ის Technology, Media and Telecommunications Law-ის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. სტიპენდია სრულად ფარავს მისი სწავლის, ცხოვრებისა და სხვა ხარჯებს.

ლუკამ მიიღო მოწვევა ასევე ისეთი უნივერსიტეტებისგან, როგორებიცაა The University of Edinburgh, University of Westminster და Bucerius Law School. თუმცა საბოლოოდ არჩევანი გააკეთა Queen Mary University of London-ზე, პროგრამის შინაარსისა და უკეთესი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გამო.

ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები