თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 9-6 დაამარცხა ინდოელი ამიტ ამიტი.
ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ასევე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელის, კონსტანტინე პეტრიაშვილი, რომელმაც ბრინჯაოს ფინალში თურქი იბრაჰიმ ბენეკლი 8-3 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობის მედალი 17 წლისამ მოიპოვა.