20 აგვისტოდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები” გაიმართება
20 აგვისტოდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება. თქვენ ექვსი დაუვიწყარი კონცერტი გელოდებათ.
მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები:
- ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია
- ვერიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, საქართველო/თურქეთი
- Balletto di Roma – საბალეტო დასი, იტალია
- მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია
- ნელო სალცა – საყვირი, იტალია
- სოფო ხალვაში – ვოკალი, საქართველო
- ანდრეს გაბეტა – ვიოლინო/დირიჟორი საფრანგეთი
- მორის შტეგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია
- თამარ ლიჩელი – ფორტეპიანო, საქართველო
- გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო
- ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე)
ფესტივალის დამფუძნებელი ლიანა ისაკაძე; სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე; ორგანიზატორი კომპანია არტ ალიანსი; ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.
მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი.
ფესტივალის პარტნიორი: ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ფესტივალი 20 აგვისტოს, 19:00 საათზე, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ საზეიმოდ გაიხსნება.