საქართველომ საერთაშორისო რეგატას უმასპინძლა
თბილისის ზღვაზე საქართველოს საიალქნო კლუბმა პირველ საერთაშორისო რეგატას უმასპინძლა. შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ტურნირის გამარჯვებული ქართული გუნდი – Georgian Sailing Club გახდა, რომლის ეკიპაჟის წევრები, კახაბერ ნონიკაშვილი, თინათინ დომბროვსკაია, ალექსანდრ ბოჟკო და ალექსი ბორისოვი არიან. მეორე ადგილი Oneclick-მა დაიკავა, მესამე პოზიციაზე Pirogovo გავიდა. შეჯიბრების გამარჯვებულ გუნდს თასი და მედლები გადაეცათ, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს კი შესაბამისი სინჯის მედლები.
შეჯიბრება საქართველოში აფროსნობის განვითარების ხელშეწყობისთვის გაიმართა.
საერთაშორისო რეგატა, სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით ჩატარდა და ტურნირის მიზანი, აფროსნობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო სპორტული ურთიერთობების გაღრმავება და თბილისის, როგორც სპორტული, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობაა.