ანა ილურიძე სწავლას Politecnico di Milano-ში გააგრძელებს
ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის კურსდამთავრებული ანა ილურიძე სექტემბრიდან სწავლას Politecnico di Milano-ს ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე კომუნიკაციის დიზაინის მიმართულებით აგრძელებს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ანამ მოწვევა მიიღო იტალიის და გერმანიის დიზაინისა და მოდის სხვადასხვა სკოლიდან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა არქიტექტურის, ინჟინერიისა და დიზაინის სწავლების კუთხით.