ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულეს

ქართველმა პარაძალოსნებმა წარმატებით დაასრულეს ასპარეზობა ჩილეში, ქალაქ სანტიაგოში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ჩვენი ნაკრების  ანგარიშზე შვიდი – ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია. 

აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 246 კგ. დაძლია და სანტიაგო 2025-ის გამარჯვებული გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 721კგ. დააგროვა და კვლავ ოქროს მედალი აიღო.

გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 218კგ. ასწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 433 კგ.დააგროვა და მეორე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

მაკა კვინჩია (+86კგ) ინდივიდუალურ და სამი მისვლის ჯამშიც ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. მაკამ 126კგ. ასწია ინდივიდუალურ გამოსვლაში და 371კგ.დაძლია სამ ცდაში.

იაგო გორგოძემ (-107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 180 კგ. ჩათვალა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები