ბრიტანულ ღვინის გამოცემაში „Harpers Wine and Spirit” ქართული ღვინის შესახებ სტატია გამოქვეყნდა
ბრიტანულ ღვინის გამოცემაში „Harpers Wine and Spirit” ქართული ღვინის შესახებ სტატია „Unusual Suspects” („არაჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“) გამოქვეყნდა.
საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე პროფესიონალურ ჟურნალში „Harpers Wine & Spirit” დიდი ბრიტანეთის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზარზე არსებული მთავარი ინფორმაციები იყრის თავს.
სტატიის ავტორი ენდრიუ კეჩპოლი (Andrew Catchpole) საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული მარკეტინგული კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით გამართული ტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტატიაში საუბარია ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიაზე და მის პერსპექტივაზე ბრიტანეთის ღვინის ბაზაზე.