ფოთში ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი მიმდინარეობს
ფოთში ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში ტარდება 9 ტურნირი:
A, B, C, D, E; U08 (გოგონები და ბიჭები); U10 (გოგონები და ბიჭები).
ყველა ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება. მასში 15 ქვეყნის 400-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს. საერთო საპრიზო ფონდი 60 000 ლარია.
საჭადრაკო ფესტივალის მთავარი A ტურნირს ერთბაშად 5 მონაწილე ლიდერობს!
4 ტურის შემდეგ 3,5 – 3,5 ქულით ლიდერობენ:
🌟 იუვალ იანივი (ისრაელი; 2410)
🌟 თორნიკე სანიკიძე (2388)
🌟 ლევან ფანცულაია (2493)
🌟 ხონგფუ დონგი (ჩინეთი; 2297)
🌟 დავიდ გოჩელაშვილი (ფიდე; 2307)
ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.
შეჯიბრებაში მონაწილეობდა 14 ქვეყნის 163 მოჭადრაკე, რომლებიც 9 ტურის განმავლობაში შვეიცარიული სისტემით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ქალთა ჩათვლაში საუკეთესო შედეგი თამარ ესაძემ აჩვენა.