ინათინ ინაური სწავლას ნიდერლანდებში
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული, თინათინ ინაური სწავლას ნიდერლანდებში, ლეიდენის უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.
მან ლეიდენის უნივერსიტეტისგან სწავლის სრული დაფინანსება და სტიპენდია მოიპოვა. ამ სტიპენდიას (CEU Praesidium Libertatis Scholarship) წელიწადში მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, თინათინმა მიმდინარე სასწავლო წელს მაგისტრის პირველი ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისგან (CEU) მიიღო. მისი აკადემიური ინტერესები დემოკრატიასა და დემოკრატიულ უკუსვლას, ავტორიტარული რეჟიმებისა და არალიბერალური იდეოლოგიებისა და პრაქტიკების კვლევას მოიცავს.
მან სწავლის გასაგრძელებლად მოწვევა King’s College London-დანაც მიიღო, თუმცა არჩევანი ლეიდენზე შეაჩერა.