ბათუმში Beer Fest-ი გაიმართება
15, 16, 17 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, წლის ყველაზე ხალისიანი და გემრიელი ფესტივალი Beer Fest-ი გაიმართება.
ისიამოვნებთ ძალიან ბევრი კრაფტლუდით საუკეთესო ქართველი და საერთაშორისო მწარმოებლებისგან, უგემრიელესი სტრიტფუდით და დელიკატესებით.
იქ დაგხვდებათ ცოცხალი მუსიკა, DJ-ები და უამრავი გასართობი აქტივობა.
დასწრება თავისუფალია.