საერთაშორისო საბავშვო და თოჯინური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალზე მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გრან-პრი აიღო
ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ბიტოლაში გამართულ საერთაშორისო საბავშვო და თოჯინური სპექტაკლების მე-14 საერთაშორისო ფესტივალზე ICTF Bitolino 2025 ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გრანპრი აიღო.
ფესტივალ-კონკურსზე მოზარდ მაყურებელთა თეატრს გრანპრი გადაეცა რეჟისორების – დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას სპექტაკლისთვის „რწყილი და ჭიანჭველა“.
სპექტაკლს საქართველოში მიღებული აქვს შალვა დადიანის სახელობის პრემია.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.