ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად ტურნირში – „საკონსულო თასი“ მეორედ მონაწილეობდა
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, მეორედ მონაწილეობდა ნიუ-იორკის მერიის მხარდაჭერითა და საფეხბურთო კლუბ “ნიუ-იორკ სიტის” მიერ, სხვა თანაორგანიზატორებთან ერთად, გამართულ საფეხბურთო ტურნირში – „საკონსულო თასი“.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, საქართველოს გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ამ ტურნირზე გამარჯვებული ევროპის პირველი ქვეყანა გახდა.
2025 წლის გამარჯვებულ გუნდს კი გარდამავალი თასი გადასცა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა მაია ბართაიამ.
„მაია ბართაიამ, საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობისა და ქვეყნის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს გუნდის წევრებს.
გენერალური საკონსულო განსაკუთრებული მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის:, – ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.