თათული ჯანჯღავა, სწავლას აშშ-ში განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, თათული ჯანჯღავა სწავლას აშშ-ში განაგრძობს.
თათული UNC Chapel Hill-ის Kenan-Flagler Business School-ში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (MBA) Forté Fellowship-ის 70%-იანი დაფინანსებით ისწავლის.
თათულიმ აგრეთვე დაფინანსება მიიღო აშშ-ის კიდევ სამი უნივერსიტეტისგან: Emory University Goizueta Business School, Georgetown University McDonough Business School, Indiana University Kelley Business School, თუმცა თათულიმ არჩევანი Kenan-Flagler-ის ბიზნესს სკოლაზე გააკეთა.