ქართველმა სუმოისტებმა Sccotish Sumo Open 2025 -ზე 4 მედალი მოიპოვეს
ქართველმა სუმოისტებმა შოტლანდიაში გამართულ Sccotish Sumo Open 2025 -ზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს. შეჯიბრებაზე სულ 3 სუმოისტი ასპარეზობდა და მათ 4 მედალი მოიპოვეს.
ბადრი ხატისკაცმა დიდებში, +115 კგ-ში ყველა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ასევე იასპარეზა ყველაზე პრესტიჟულ, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, სადაც ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
დავითი აქუბარდიამ დიდებში, -100 კგ-ში ასევე დაუმარცხებლად ჩაატარა ყველა ბრძოლა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ასევე იასპარეზა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, სადაც ვერცხლის მედალს დაეუფლა(ქართული ფინალი ვიხილეთ, დავით აქუბარდიასა და ბადრი ხატისკაცს შორის).