ფესტივალზე VASILIS THEODORIDIS მოჭადრაკე ილია კავკასიძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა
საბერძნეთის ქალაქ კავალაში დასრულდა ტრადიციული ღია ფესტივალი VASILIS THEODORIDIS, რომლის ფარგლებში 4 ტურნირი – A,B,C და D გაიმართა.
“B” ტურნირში საქართველოს სახელით მოასპარეზე ილია კავკასიძემ წარმატებით იასპარეზა.
ილიამ 9 ტურიდან 7.5 ქულა მოიპოვა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
‘B’ ტურნირში 23 ქვეყნის 215 მოჭადრაკე მონაწილეობდა.