ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ფილმის „შინდისი“ კინოჩვენება და ფოტოგამოფენა გაიმართება
2025 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 17 წელი სრულდება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს, 18:00 საათზე, ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ფილმის „შინდისი“ კინოჩვენება და ფოტოგამოფენა გაიმართება.
ღონისძიება ხორციელდება ფილმის და პროექტის ავტორისა და პროდიუსერის, ედმონდ მინაშვილის მხარდაჭერით.