საქართველოს სასკოლო გუნდი მსოფლიო არენაზე
2–7 აგვისტოს, ვაშინგტონში მიმდინარეობს ჭადრაკში მსოფლიო სასკოლო გუნდური ჩემპიონატი, სადაც საქართველოს სახელით ასპარეზობს 2025 წლის საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #41 საჯარო სკოლის გუნდი.
გუნდის შემადგენლობა ასეთია:
- გაბრიელ გაბადაძე
- ნიკოლოზ კაჭახიძე
- გიორგი არსენიძე
- ლუკა სახოკია
- გუნდის კაპიტანი — ალექსანდრე არსენიძე, ქუთაისის საჭადრაკო სკოლის დირექტორი
ჩემპიონატში 48 ქვეყნის 54 გუნდი მონაწილეობს.