ბათუმი ტაეკვონდოში საერთაშორისო ტურნირს BATUMI OPEN 2025-ს მასპინძლობდა
ბათუმი ტაეკვონდოს ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს – BATUMI OPEN 2025 მასპინძლობდა.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მასში შვიდი ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირში წარმატებით იასპარეზეს აჭარის ტაეკვონდოს ნაკრების წევრებმა, მათ ჯამში ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ცამეტი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მსაჯად აჭარის ნაკრების წევრი მაია ძირკვაძე დასახელდა.