ქვიშის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა პირველი მედლები მოიპოვეს

1-4 აგვისტოს სინგაპური ქვიშის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.

ქვიშის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი უკვე 11 წელია იმართება, ხოლო საქართველო მასში წელს პირველად მონაწილეობს.

ჩვენს სპორტსმენებს წარმატებული დებიუტი ჰქონდათ და სამშობლოს შემდეგი მედლები მოუტანეს:

ვიცე-ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი  გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები ელენე ქებაძემ, ავთო მუკბანიანმა და ბექა ძაგანიშვილმა მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები