სიღნაღმა საერთაშორისო დიასპორულ თეატრს „დაბრუნება” უმასპინძლა
სიღნაღმა საერთაშორისო დიასპორულ თეატრს „დაბრუნება” უმასპინძლა – სიღნაღის თეატრის სცენაზე რეჟისორ მიშა რატიანის (მალხაზ რაზმაძის) სპექტაკლის პრემიერა – „მიდი, შეცვალე სამყარო“ გაიმართა.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ ემიგრაციაში მცხოვრები, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ქართველი ახალგაზრდები.
ასევე გაიმართა კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა.
პროექტის იდეის ავტორი და ფინანსური მხარდამჭერია თინათინ სვანიძე – ვენკო.