Beautiful Destination: როგორ გავატაროთ 5 დღე საქართველოში პირველად

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაღალი რეიტინგის სამოგზაურო მედია ჯგუფ Beautiful Destination-თან და დაჯავშნის ტურისტულ პლატფორმა Expedia-თან ერთად მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Beautiful Destination-ის Instagram-გვერდზე ვიდეორგოლი განთავსდა. გვერდს 25 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

„Expedia-სთან ერთად ჩვენ გაჩვენებთ ულამაზეს ქვეყანას – საქართველოს, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე აღმოუჩენელია. ჩვენი 5-დღიანი მარშრუტით გაჩვენებთ ისეთ ადგილებს, სადაც არ ყოფილხართ და სურვილი გაგიჩნდებათ, რომ იმოგზაუროთ და კიდევ დაბრუნდეთ საქართველოში. შეინახეთ ეს პოსტი მომავალი მოგზაურობისთვის და მოემზადეთ ევროპის იმ ნაწილის აღმოსაჩენად, რომლის შესახებაც ბევრმა ჯერ არ იცის,“ – წერია Beautiful Destination-ის პოსტში.

ვიდეორგოლში აღწერილია თბილისი, ქართული ღვინო და ქარხნები, კავკასიის მთები, ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალი, ჩანჩქერები და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილები.

Beautiful Destination-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებებზე ვიდეორგოლები და ფოტოკოლაჟები მოამზადა.

ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლები და პოსტები Beautiful Destination-ის სოციალური ქსელების გვერდებზე ვრცელდება: YouTube, Instagram, TikTok, Facebook.

Beautiful Destination-ის სოციალური არხების ჯამური აუდიტორია 50 მილიონს აჭარბებს, ხოლო Expedia-ის მომხმარებელთა რაოდენობა 46 მილიონზე მეტია.

🎬 beautifuldestinations

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები