“მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის” მე-5 გამოშვება გაიხსნა
29 ივლისს, “მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის” მე-5 გამოშვება გაიხსნა.
გახსნას ფესტივალის ქართველი და უცხოელი სტუმრები, ჟიურის წევრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, “მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი” 29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.