ცისფერი ანგელოზი/Der Blaue Engel (1930) ზაფხულის კინოჩვენებაზე

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ კინოპროგრამას ღია ცის ქვეშ, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სამი გამორჩეული ფილმი ვაიმარის რესპუბლიკის გვიანდელი პერიოდის კინემატოგრაფიიდან.

Der blaue Engel/ცისფერი ანგელოზი (1930, რეჟ. იოზეფ ფონ შტერნბერგი) პირველი გერმანული ხმოვანი ფილმია, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.

ფილმი მოგვითხრობს პატივსაცემი პროფესორის ისტორიას, რომელსაც საეჭვო დაწესებულებაში გაცნობილი ულამაზესი ლოლა თავდავიწყებით შეუყვარდება. ეს არის ფილმი ვნების ძალასა და ტრაგიკულ ტრანსფორმაციაზე. ფილმი არა მხოლოდ მარლენ დიტრიხისთვის გახდა საერთაშორისო წარმატების საწყისი, არამედ ის იქცა ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად იმისა, თუ როგორ მოიპოვა კინომ ახალი თხრობითი და ტექნიკური განზომილება, როდესაც ის ხმოვანი გახდა.

“ცისფერი ანგელოზი” საზაფხულო კინოჩვენებების სერიის ბოლო ფილმია, რომელიც 30 ივლისს, 21:00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ეზოში შეგიძლიათ იხილოთ.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები