საქართველოს 18 წლამდე კალათბურთის გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის გამარჯვებულია

ანდორაში კალათბურთის C დივიზიონის მატჩები გაიმართა. ქართველმა კალათბურთელებმა ფინალში სომხეთი ანგარიშით 63:60 დაამარცხეს და B დივიზიონის საგზური მოიპოვეს.

ნაკრების შემადგენლობაში სალომე სვანი გამოირჩეოდა. ქართველმა სპორტსმენმა 37 წუთში 26 ქულა, ცხრა მოხსნა, ოთხი ასისტი და სამი ჩაჭრა დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები