მსოფლიოს უნივერსიადაზე ნიკა ხარაზიშვილმა და საბა ინანეიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, სოფიო სომხიშვილმა კი ბრინჯაო დაისაკუთრა

გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ნიკა ხარაზიშვილმა (- 100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+ 100 კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) კი ბრინჯაო მოიპოვა.

ნიკა ხარაზაშვილმა ფინალი პოლონელ ძიუდოისტთან, საბა ინანეიშვილმა კი იაპონელ სპორტსმენთან დათმო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სოფიო სომხიშვილმა ყაზახი აკერკე რამაზანოვა დაამარცხა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია. ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა (-74 კგ) ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ)  კი – ვერცხლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები