ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოისტმა ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) ფინალური შეხვედრა სერბ ველიჩკო ვარმიჩიჩთან დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ამავე ჩემპიონატზე ძიუდოისტმა გიორგი მუმლაძემ (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკი ალექს კრივეჩი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს საქართველოსთვის მეოთხე მედალია. ვერცხლის მედალი ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორები კი საბა ბოლქვაძე (-50 კგ) და ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ) გახდნენ.