ავთანდილ ჩანდიშვილი ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა
მადრიდში მიმდინარე 15 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 56 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჩანდიშვილმა წარმატებით იასპარეზა.
ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით კონტინენტის პირველობის ატაცში 83 / 86 / 88 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩანდიშვილმა აკვრაში დაძლეული 106 / 109 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ძალოსანი ორჭიდში მოგროვილი 197 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
გარდა ამისა, ძალოსანმა ატაცში საქართველოს სარეკორდო ზღვარი 1, აკვრაში 3, ხოლო ორჭიდში 6 კილოგრამით გაზარდა.