სალომე ბადიაშვილი HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის Global-Side Mentor-ად შეირჩა და 2 კვირით იაპონიაში გაემგზავრება
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მე-5 კურსის სტუდენტი და კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი სალომე ბადიაშვილი HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის Global-Side Mentor-ად შეირჩა და აგვისტოში, 2 კვირით იაპონიაში გაემგზავრება.
HLAB 2025-ის საზაფხულო პროგრამა აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებიც იაპონელ სკოლის მოსწავლეებს გაუწევენ მენტორობას, გაუზიარებენ გამოცდილებას და ჩაუტარებენ სემინარებს სხვადასხვა თემაზე.
HLAB წარმოადგენს ლიბერალური განათლების საზაფხულო სკოლას, რომელიც ახალისებს მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომების განვითარებას, მორგებულს თანამედროვე სამყაროს მრავალფეროვან და ცვალებად რეალობაზე.
სალომეს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ვეტერინარული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესახებ სემინარის შემუშავება და ჩატარება, რომელიც იაპონელ მოსწავლეებს გააცნობს ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობასა და პრაქტიკულ როლს თანამედროვე ვეტერინარიაში.
პროგრამაში მონაწილეობის ყველა ხარჯს სრულად აფინანსებს HLAB.