ევროპის მე-5 ოლიპიადაზე ინფორმატიკაში გოგონათა შორის გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ევროპის მე-5 ოლიპიადაზე ინფორმატიკაში გოგონათა შორის გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
„გოგონათა მე-5 ოლიმპიადა ოფიციალურად დასრულდა. ჩვენი გუნდის ერთადერთმა გამოცდილმა წევრმა გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, დანარჩენმა სამმა ახალბედა წევრმა კი (მარიამ ფიფია, მარიამ ცაგარელი, ლიზი პავლიაშვილი) კარგი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მოტივაცია მიიღო, რაც მომავალში მათ აუცილებლად გამოადგებათ. ვულოცავ გვანცას და გილოცავთ ყველას! კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ წელს გუნდის გერმანიაში გამგზავრება დააფინანსა BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და გაეროს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ“, – წერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში.
გუნდი საქართველოში 21 ივლისს დაბრუნდა, ხოლო 23-ში, დილით, უკვე ქვეყნის ძირითადი ნაკრები ბოლივიაში მსოფლიოს 37-ე ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. მომდევნო წელს კი ეს ოლიმპიადა მაისის მეორე ნახევარში, იტალიაში გაიმართება.