მათემატიკის  (IMO 2025) 66 -ე საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა

ავსტრალიაში გამართულ  მათემატიკის  (IMO 2025) 66 -ე საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ინფორმაციას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრინჯაოს  მედლები  მოიპოვეს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა –  ივანე კობაიძემ და ირაკლი შეროზიამ, საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები   სანდრო ჟღენტი, ვანო ელიზბარაშვილი და თევდორე  ონაშვილი.

გუნდის ლიდერია გიორგი  ჭელიძე,   თანალიდერი – გივი ნადიბაიძე, ასისტენტი – გიორგი სვანაძე, დამხმარე პედაგოგი – ივანე გოქაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები