ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის გამარჯვებულია
გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე ქართველმა ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა(-74 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ბრაზილიელი ვინისიუს მატოსი დაამარცხა.
ფინალამდე ზურაბ კინწურაშვილმა ავსტრიელი, ჩეხი სპორტსმენები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელს სძლია.