მარიამ ადამია სწავლას საფრანგეთში, გრენობლის უნივერსიტეტში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ ადამია სექტემბრიდან სწავლას საფრანგეთში, გრენობლის უნივერსიტეტის გამოყენებითი მექანიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარიამმა მოიპოვა France Excellence-ის დაფინანსება STEM-ის მიმართულებით, რომლის ფარგლებში სრულად ანაზღაურდება როგორც სწავლის საფასური, ასევე მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას ცხოვრების ხარჯების დასაფარად.

მის მიერ შერჩეული პროგრამა მოიცავს თეორიულ, რიცხვით და ექსპერიმენტულ კომპონენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები