საქართველოს ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი ეწვია
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ამერიკულ კომპანიასთან „Big Sky Ranch Inc” თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი (Lisa Perrotti-Brown) ეწვია, რომელიც ქართულ ღვინოსა და მეღვინეობაზე სტატიას ამერიკულ გამომცემლობისთვის „The Wine Palate“ მოამზადებს.
ლისა პეროტი-ბრაუნი ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს კახეთში ესტუმრა, ადგილზე დააგემოვნა მრავალფეროვანი ქართული ღვინოები, გაეცნო ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიებს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისში, ორი დღის განმავლობაში, სპეციალურ დეგუსტაციაზე ლისა პეროტი-ბრაუნმა სხვადასხვა ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დააგემოვნა. ღვინის მაგისტრის მიერ შერჩეულ ღვინოებზე შეფასებები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება „The Wine Palate“-ის სტატიაში.
ცნობილ ამერიკელ ღვინის მაგისტრთან თანამშრომლობის მიზანია, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.