ბათუმში ფესტივალი „FOOD & WINE FEST BATUMI“ გაიმართება
2025 წლის 1-3 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება ფესტივალი „FOOD & WINE FEST BATUMI“, რომელიც მოიცავს ღვინის, კულინარიისა და კულტურის ზეიმს.
ევროპის მოედანზე ორგანიზატორები უმასპინძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს.
გაიმართება ელიტარული მუსიკის წარმოდგენები; ღვინის დეგუსტაციები (ტრადიციული და ექსპერიმენტული ნიმუშები); მრავალფეროვანი კულინარიული ნაირსახეობები (ქართული და საერთაშორისო); ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; შეფ-მზარეულები და სომელიეები მასტერკლასებს ჩაატარებენ.
ფესტივალი „FOOD & WINE FEST BATUMI“ არის ხიდი ტრადიციებსა თანამედროეე ტენდენციებს შორის. მისი მიზანია საქართველოს (განსაკუთრებით ბათუმის) დემონსტრირება საერთაშორისო კულინარიულ-ღვინის რუკაზე; ქართული ღვინის 8,000-წლიანი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ბიზნესებისა და ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.